Join us
Join us

Terms & conditions

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ჩვენი სერვისების გამოყენების წესები და პირობები. აღნიშნულ ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდგომ ყველა ქვემოთ მოცემული წესი და პირობა ავტომატურად ჩაითვლება თქვენს მიერ მიღებულად.

ჩვენ ვართ კომპანია შპს. წრე ქომიუნითი, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს საერთო სამუშაო სივრცეების და შესაბამისი სერვისების გამოყენებას, მათზე მორგებული ერთჯერადი თუ მრავალჯერადი აბონიმენტის შეძენას, ასევე ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობებს ჩვენს სივრცეში.

 

აღნიშნული წესები და პირობები დაყოფილია ორ ნაწილად:

1. ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები

2. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

 

1.   წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1.   „ჩვენ“ - შპს „წრე ქომიუნითი” (საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ID ნომერი 405638644), რომლის იურიდიული მისამართია, ზანდუკელის 15, თბილისი).

1.2.   “თქვენ“ - პირები, რომლებიც აღნიშნული ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებით სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

1.3.   საერთო სამუშაო სივრცე/Co-working space - ჩვენს მიერ სრულად აღჭურვილი საერთო სივრცე, რომელიც განკუთვნილია საოფისე სამუშაოსათვის და შესაძლებლობას აძლევს ჩვენს წევრებს/მომხმარებლებს მშვიდად და კომფორტულად გამოიყენონ საოფისე მუშაობისათვის განკუთვნილი სერვისი, მათ შორის, საოფისე მაგიდა, სკამი, სავარძელი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, თვითმომსახურების სამზარეულო, ყავის მოსამზადებელი აპარატი და ა.შ.

1.4.   წევრი/მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ჩვენი აპლიკაციით და შეძენილი აქვს საერთო სამუშაო სივრცეში მუშაობისათვის შესაბამისი აბონიმენტი;

1.5.   აპლიკაცია - აპლიკაცია Tsre, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე ios მომხმარებლებისთის; ჩვენი სერვისებით სარგებლობისათვის, აუცილებელია მომხმარებელმა გადმოწეროს თავის მობილურ ტელეფონში აპლიკაცია, გაიაროს რეგისტრაცია, აირჩიოს და შეიძინოს სასურველი აბონიმენტი.

1.6.   აბონიმენტი - ჩვენი სერვისებით სარგებლობისათვის და საერთო სამუშაო სივრცის გამოყენებისათვის, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ტარიფის და შინაარსის სერვისს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დეტალურად ხელმისაწვდომია ჩვენს ვებსაიტზე (tsre.co) და მობილურ აპლიკაციაში;

1.7.   პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება, ჩვენი სერვისის გამოყენების მიზნებისთვის პერსონალურ ინფორმაციად ჩაითვლება: სახლი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სქესი, პროფაილის ფოტო, დაბადების თარიღი, სოციალური მედიის ლინკები და სხვ. ინფორმაცია;

1.8.   ქცევის წესები - ჩვენს მიერ საერთო გამოყენებისათის შემუშავებული წესები, რომლის დაცვაც სავალდებულოა საერთო სამუშაო სივრცეში ნებისმიერი მომხმარებლისთვის. აღნიშნული წესები ვიზუალურად ხელმისაწვდომი იქნება სამუშაო სივრცეში;

 

 

2.   საერთო სამუშაო სივრცის/Co-working Space-ის გამოყენების ძირითადი პირობები

 

2.1.   ჩვენი საერთო სამუშაო სივრცე/Co-working Space მდებარეობს შემდეგ მისამართზე: საქართველო,თბილისი, ზანდუკელის 15. 0108. იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს სივრცეში შემოსვლა და სხვადასხვა სერვისით სარგებლობა, აუცილებელია მან გადმოწეროს თავის მობილურ ტელეფონში აპლიკაცია Tsre, გაიაროს რეგისტრაცია, შეარჩიოს აბონიმენტის ტიპი, განახორციელოს გადახდა  და მიიღოს წვდომა საერთო სამუშაო სივრცეზე, რომელიც მეშვეობითაც შეძლებს სივრცეში შემოსვლას;

2.2.   ჩვენი საერთო სამუშაო სივრცე მუშაობს 24/7/365, რაც გულისხმობს რომ მომხმარებელს აქვს სამუშაო სივრცეზე წვდომა დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში;

2.3.   მომხმარებელი ვალდებულია აპლიკაციაში რეგისტრაციისას მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: თავისი მოქმედი ელექტრონული ფოსტა, სადაც მას გაეგზავნება დეტალური წესები და სივრცის გამოყენების ინსტრუქცია/ქცევის წესები; ასევე მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი, გვარი, ასაკი, დაბადების თარიღი,მოქალაქეობა, სამუშაო სექტორი(ჩამოთვლილთან ასარჩევი) და სამუშაო როლი. აქვე, არასავალდებულო ველებში მომხმარებელმა შესაძლებელია მიუთითოს ინფორმაცია პროფესიონალური სოციალური მედიის (Linkedln, Behance, პორტფოლიო ვებსაიტი და ა.შ.) შესახებ, ატვირთოს (პროფილის) ფოტო და ა.შ.

2.4.   ჩვენს საერთო სამუშაო სივრცეში/ Co-working Space-ში ხელმისაწვდომია საოფისე მუშაობისათვის განკუთვნილი სხვადასხვა  სერვისით. მომხმარებელს ამჟამად აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ჩვენს მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი აბონიმენტი;

-      დღიური საწევრო (ერთდღიანი წვდომა სამუშაო სივრცეზე);

-      ფლექს საწევრო (ერთთვიანი წვდომა ნებისმიერ თავისუფალ მაგიდაზე);

-      პერსონალური საწევრო (ერთთვიანი წვდომა მომხმარებლის მიერ არჩეულ მაგიდაზე, მასზე პერსონალური ინვენტარის განთავსების საშუალებით.

2.5.   აბონიმენტის ღირებულება მითითებულია აპლიკაციაში და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას პერიოდულად შევცვალოთ შეთავაზებული ტარიფები. ტარიფის ცვლილების შესახებ უკვე არსებულ მომხმარებელს წინასწარ გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე, არანაკლებ ტარიფის ცვლილების დღემდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე. მომხმარებელი იტოვებს უფლებას დაეთანხმოს ტარიფის ცვლილებას ან გააუქმოს მომსახურება;

2.6.   აბონიმენტის ღირებულების

გადახდა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდიდან (tsre.co), ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. აბონიმენტის ყოველთვიური განახლების საფასურის ჩამოჭრა ავტომატურად ხდება დამახსოვრებულ ბარათებზე, თუ მომხმარებელმა არ გააუქმა ჩვენი საწევრო.

2.7.   მომხმარებელი უფლებამოსილია საერთო სივრცეში მოიწვიოს სტუმარი, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენს მომხმარებელს, ამისათვის, მომხმარებელმა წინასწარ უნდა მოგვმართოს ელექტრონულ ფოსტაზე hey@tsre.co და გვაცნობოს სტუმრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). სტუმრის შემოყვანა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი წერილობითი დასტურის მიღების შემდგომ; ამასთან, თავისუფალი ადგილების არსებობა არ არის გარანტირებული.

2.8.   ჩვენ უფლებამოსილნი ვართ საერთო სამუშაო სივრცეში ჩავატაროთ სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელთა დროსაც შესაძლოა სივრცის რომელიმე ნაწილი არ იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურ ზომებს, რათა წევრების სამუშაოს არ შეეშალოს ხელი. სამუშაოების შესახებ გაცნობებთ არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

2.9.   ჩვენ უფლებამოსილნი ვართ საერთო სამუშაო სივრცეში ჩავატაროთ სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელთა დროსაც შესაძლოა სივრცის რომელიმე ნაწილი არ იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურ ზომებს, რათა წევრების სამუშაოს არ შეეშალოს ხელი. სამუშაოების შესახებ გაცნობებთ არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

2.10.   თუ ჩვენს სივრცეში შეძენილ პროდუქციას აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, პროდუქტის აღებიდან 1 დღის მანძილზე თქვენ გაქვთ უფლება შეგვატყობინოთ ამის შესახებ იმეილზე hey@tsre.co. წუნის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება ან გადაცვალოთ პროდუქტი, ან დაიბრუნოთ თანხა უკან.

 

 

3.   ჩვენი სერვისებით სარგებლობა

3.1.   ჩვენ საერთო სამუშაო სივრცეში გთავაზობთ თვითმომსახურების სამზარეულოს სერვისს, რაც გულისხმობს სხვადასხვა წასახემსებლების და სასმელების  ასორტიმენტს, აღნიშნული სერვისით სარგებლობისთის დაგჭირდებათ აპლიკაციის გამოყენება, სადაც მითითებული იქნება თითოეული პროდუქტის ფასი, აქვე შეძლებთ მათ შეძენას;

3.2.   ჩვენ პერიოდულად შეიძლება შემოგთავაზოთ სხვადასხვა სახის შეხვედრები, ღონისძიებები და აქტივობები. ესენი შეიძლება ჩვენს მიერ, ან ჩვენი პარტნიორების მიერ იყოს ორგანიზებული. ამ შეხვედრების / ღონისძიებების / აქტივობების შინაარსიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ისინი შეიძლება იყოს უფასო, ან ფასიანი.


3.4 ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა კომერციულ მეთოდებს და მიდგომებს იმისთვის, რომ დავარეგულიროთ წევრების რაოდენობა კონკრეტულ დროებში იმისთვის, რომ თავისუფალი ადგილების საჭირო დროს ალოკაცია მოხდეს. ამის მიუხედავად ზოგი ფაქტორი ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ამიტომ სამუშაო ადგილების სრულად შეუვსევლობის გარანტიას ვერ ვიძლევით.


3.5.   მომხმარებელი აცნობიერებს და წინასწარ ეთანხმება, რომ საერთო სამუშაო სივრცეში ჩვენ ვიყენებთ ჩვენი პროვაიდერების მომსახურებებს, მაგალითად ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის ან/და ინტერნეტის მოწოდებისათვის, შესაბამისად ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგბელობას, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ჩვენი პროვაიდერის ბრალით საერთო სამუშაო სივრცეს არ მიეწოდება ან შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი ან/და ინტერნეტი;

3.6.   მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაგვიკავშირდეს მობილურ აპლიკაციაში მითითებული დახმარების პორტალიდან, ან შემდეგ ელ-ფოსტაზე hey@tsre.co

 

4.   საერთო სამუშაო სივრცეში ქცევის წესები

4.1.   მომხმარებელი აცნობიერებს, რომ საერთო სამუშაო სივრცე განკუთვნილია  საერთო გამოყენებისათვის, ამდენად, აუცილებელია პატივი ვცეთ სხვა წევრებს და შევასრულოთ ქვემოთ მოცემული ქცევის წესები.

წესების დარღვევის შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ ცალმხრივად შევაჩეროთ მომხმარებლის საწევრო აბონიმენტი, რომელ შემთხვევაშიც თანხის უკან დაბრუნება არ ხდება.

4.2.   თქვენ აცნობიერებთ, რომ საერთო სამუშაო სივრცეში ყველა მომზმარებელი სარგებლობს თანაბარი უფლებებით და ვალდებულებებით, დაუშვებელია მომხმარებლის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის მისი წარმოშობის, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულების ან/და სხვა ნებისმიერი ნიშნით. დაუშვებელია სხვა მომხმარებლის შევიწროება და მისი საქმიანობისთვის ხელშეშლა;

4.3.   საერთო სამუშაო სივრცეში ქცევის წესები განთავსებული იქნება ჩვენს სივრცეში და აპლიკაციაში. ქცევის წესები ხდება მოქმედი მისი განთავსებისთანავე. განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ვებსაიტზე არსებულ ვერსიას.

4.4.   საერთო სივრცეში აკრძალულია ნებისმიერ ჩვენს ლოკალურ ქსელზე, აპლიკაციაზე, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე (კამერები, ჩამკეტები,ინტერნეტის კვების წყარო და სხვა.) ზეგავლენის მოხდენა, ან/და ნებისმიერი ჩვენი, ან სხვა წევრის მოწყობილობებზე არსებულ ნებისმიერი ინფორმაციაზე არანებადართული წვდომა ან/და წვდომის მიღების მცდელობა;

4.5.   მომხმარებელს ეკრძალება, საქართველოს კანონმდებლობით არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება/ მასალაზე წვდომა და ნებისმიერი არალეგალური მოქმედების შესრულება როგორც ფიზიკურად ჩვენს სივრცეში, ასევე ჩვენი ინტერნეტ  ქსელის გამოყენებით;

4.6.   მომხმარებელი ვალდებულია საერთო სამუშაო სივრცეში შეინარჩულოს სისუფთავე, დაიცვას ჰიგიენის წესები, მოუაროს თავის მაგიდას და პირად ნივთებს. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგბელობას ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ პირადი ნივთების უმეთვალყურეოდ დატოვების შედეგად;

4.7.   საერთო სამუშაო სივრცეში (გარდა სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა) მკაცრად აკრძალულია თამბაქოს ან/და სხვა ნებისმიერი მოსაწევი საშუალების გამოყენება;

4.8.   საერთო სამუშაო სივრცეში მკაცრად აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემოტანა და მოხმარება; ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სამართლებივ ღონისძიებებს;

4.9.   მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას და მოუფრთხილდეს საერთო სამუშაო სივრცეში არსებულ მატერიალურ ქონებას, ნებისმიერი საგნის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფლება გვაქვს სრულად და დაუყონებლივ მოგთხოვოთ დამდგარი ზიანის ანაზღაურება;

4.10. ჩვენს სივრცეში თქვენ მკაცრად უნდა დაიცვათ ხანძარსაწინააღმდეგო, ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების და ქსელების ექსპლუატაციის წესები;

4.11. მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას, რომ საერთო სამუშაო სივრცეში განთავსებულია ვიდეო-ჩამწერი კამერები, რომელიც მუშაობს 24/7. ჩვენი ვიდეო კამერების ჩანაწერები ინახება შემდგომი 30 კალენდარული დღის განმავლობაში; ვიდეო-ჩამწერი კამერების განზრახ დაზიანების შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დაიყონებლივ მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს;

4.12. ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ინდივიდებთან / კომპანიებთან, რომლებიც მოქმედებენ აგრესორი ან/და ოკუპანტი ქვეყნების ინტერესებით, ან/და დაკავშირებულნი არიან აგრესორი/ოკუპანტი სახელმწიფოების მთავრობასთან. თუ ჩვენ დავასკვნით, რომ წევრი მოქმედებს აგრესორი ან/და ოკუპანტი ქვეყნების ინტერესებით, ან/და დაკავშირებული არის აგრესორი/ოკუპანტი სახელმწიფოს მთავრობასთან, უფლებას ვიტოვებთ წინასწარი გაფრთხილების და ანაზღაურების გარეშე შევწყვიტოთ კონტრაქტი და აბონიმენტი ამ ინდივიდთან / კომპანიასთან.

 

5.    აბონიმენტის მოქმედების ვადა და შეწყვეტა

5.1.   თქვენი აბონიმენტი ძლაში შედის მისი შეძენის დღიდან და ძალაშია შესაბამისი აბონიმენტის მოქმედების ვადით;

5.2.   თქვენ უფლება გაქვთ აღარ გააგრძელოთ აბონიმენტის მოქმედება შემდეგ კალენდარულ თვეში, რის შესახებაც უნდა გვაცნობოთ წინასწარ და აღარ გადაიხადოთ აბონიმენტის ღირებულება;

5.3.   პერსონალური საწევროს ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია თავისი ნივთები გაიტანოს საერთო სამუშაო სივრციდან;

5.4.   ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, თქვენს მიერ ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დაუყონებლივ შევწყვიტოთ თქვენი აბონიმენტის მოქმედება

და დროებით ან/და სამუდამოდ შეგიზღუდოთ ჩვენი სერვისების გამოყენება. ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში გაუქმებული აბონიმენტის საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა გამონაკლისისა.

5.5.   დღიური საწევრო პაკეტო არ ექვემდებარება გაუქმებას და შესაბამისად მასში გადახდილი თანხა არ ბრუნდება/

5.6. თვიური საწევრო პაკეტები არ ექვემდებარება გაუქმებას მისი მოქმედების ვადებში და/ან თუ მისი მოქმედების დაწყებამდე დარჩენილია 2 კვირაზე ნაკლები.



6.   ზოგადი დებულებები

6.1.   იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი წესისა და პირობის დებულება ხდება ბათილი, მიიჩნევა არაკანონიერად ან შესრულება შეუძლებელია, მსგავსი სახის დებულება უქმდება, ხოლო წესებისა და პირობების დანარჩენი დებულებების იურიდიული ძალა რჩება უცვლელი.

6.2.   ჩვენ უფლება გვაქვს შევცვალოთ ვებ-გვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი პირობა, ნებისმიერ დროს და ვებ-გვერდზე განვათავსოთ განახლებული წესები და პირობები. ნებისმიერი სახის ცვლილება მოქმედია ვებ-გვერდზე განთავსებიდან 3 (სამი) დღის შემდეგ.

6.3.   წინამდებარე წესები და პირობები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეული მხარისთვის უპირატესობა ენიჭება საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას.

LLC Tsre Community, 2023

Mikheil Zandukeli Str. 15, Tbilisi, Georgia

LLC Tsre Community, 2023

Mikheil Zandukeli Str. 15, Tbilisi, Georgia

LLC Tsre Community, 2023

Mikheil Zandukeli Str. 15, Tbilisi, Georgia