Privacy policy
თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და მათი დამუშავება
1.1. თქვენ, ამ დოკუმენტის საფუძველზე ადასტურებთ რომ ინფორმირებული ხართ, თქვენი თანხმობით, თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით როდესაც სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა მომსახურებით, და მათ შორის, ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმების შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შპს "წრე ქომიუნითი“-ს მიერ, მისამართი: ზანდუკელის 15, თბილისი, ნომერი: 591973443.
ასევე, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გადავცეთ მესამე პირს/“Third Party”- სერვისის მისაწოდებლად. მაგალითად თიბისი ბანკი, Google Analytics, Framer (ვებსაიტი ამ პლატფორმაზეა), Hotjar (ანალიტიკის პროგრამაა), Amazon Web Servicesდა სხვა კომპანიები, რომელთა ტექნიკურ სერვისებს ვიყენებთ სერვისის მოწოდებისთვის.
თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, ასაკი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით:
- ჩვენი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
- აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შემოთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
-თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით;
უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, შემდეგ მისამართზე hey@tsre.co, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი.
გაითვალისწინეთ, რომ პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე უარი დასაძვებია მხოლოდ წევრობის შეჩერების/შეწყვეტის შემდგომ;
პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა
კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- თქვენი თანხმობით;
- მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღამსრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით;
- მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე;
- თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის ან/და სხვა, მათ შორის, უსართხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით;
- სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ხანგრძლივობა
ჩვენ შევინახავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენიც სხვაგვარად გეცნობებათ, ან რამდენი ხანიც ეს დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის.
Cookies
კომპანია იყენებს ავტომატურ სისტემებს, ბმულებს, როგორიც არის Cookies. Cookie არის მოწყობილობა, რომელიც გადაეცემა მომხმარებლის მყარ დისკს. იგი საშუალებას იძლევა ინტერნეტ მომხმარებელი დაუკავშიროს მის პერსონალურ ინფორმაციას/მონაცემებს, რომელიც გადმოცემულია მის მიერ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებისა და სხვა სერვისებით სარგებლობის, წინამდებარე დოკუმენტის პირველ მუხლში მოცემული საშუალებების მეშვეობით. Cookies ვრცელდება ჩვენი სერვერების მეშვეობით, შესაბამისად არავის შეუძლია ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციის შინაარსზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნემისმიერი ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა Cookies წაშლის შესაძლებლობას ყოველი სესიის/ვიზიტის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინსტრუქციებს Cookies წაშლის პროცედურების შესახებ. შესაბამისად, თუ გსურთ წაშალოთ Cookies, გთხოვთ, ნახოთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის შესაბამისი ინსტრუქციები. მონაცემთა ავტომატური შეგროვების პროცედურების მიღება და Cookies გამოყენებაზე თანხმობა საჭიროა, რათა ისარგებლოთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და სერვისებით. თუ თქვენ დაიწყებთ Cookies წაშლის პროცედურას, კომპანია ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ კომპანიის ყველა ვებ-გვერდი გამოჩნდება ან მოხდება კონკრეტული სერვისების მოწოდება, მისი დასრულება, მაგალითად, კონკრეტულ ვებ-გვერდებზე იმ სერვის(ებ)ის, მომსახურებ(ებ)ის ან სხვა ინფორმაციის შენახვა, ჩვენება ან მოწოდება/შესრულება, რაც განხორციელდა/ხორციელდება ან მოთხოვნილია თქვენ მიერ.
თუ არ გსურთ, რომ თქვენმა ინტერნეტ ბრაუზერმა მიიღოს Cookies, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ ბრაუზერის პარამეტრებიდან გამორთოთ შესაბამისი თანხმობის ფუნქცია.